სახელმწიფო დეპარტამენტის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდი ამბობს, რომ აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, არსებითად დემოკრატიული რეფორმები გაატაროს.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბრიფინგზე თქვა, სანქციები არის საშუალება, რომელსაც აშშ-ის მთავრობა იყენებს მსოფლიოს მასშტაბით კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად.
"მოგეხსენებათ, სანქციები არის საშუალება, რომელსაც აშშ-ის მთავრობა იყენებს მსოფლიოს მასშტაბით კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენ არასდროს ვახმოვანებთ წინასწარ სანქციებთან დაკავშირებით ინფორმაციას. საქართველოსთან დაკავშირებით იმის თქმა შემიძლია, რომ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის წევრებს, არსებითი დემოკრატიული რეფორმები გაატაროს, რომელზეც ჩვენ ასე მჭიდროდ გვიმუშავია ქართულ მხარესთან", - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
მთავარი არხის ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობას ეხებოდა დონფრიდმა უპასუხა, რომ "ნებისმიერი დემოკრატიისთვის თავისუფალ მედიას არსებითი მნიშვნელობა აქვს".
