logo
ENG



სახელმწიფომ არ იცის, რა მასშტაბისაა უსახლკარობის პრობლემა და ვიწროდ ხედავს მას - კოტე ერისთავი

04 თებ 202022:13
3 წუთის საკითხავი
 

EMC-ის სოციალური დირექტორი, კოტე ერისთავი ფიქრობს, რომ სახელმწიფოს მთავარი პრობლემა უსახლკარობის არასწორი აღქმაა - როგორც მან სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, ჩვენი ქვეყანა არ აწარმოებს უსახლკარობის აღრიცხვას და ძალიან ვიწროდ ესმის ამ პრობლემის არსი.

უსახლკარობის მიმართულებით სახელმწიფო პასიურია. მას არ აქვს ცოდნა რა მასშტაბისაა პრობლემა - არ აქვს აღრიცხული. უსახლკარობაში გულისხმობს ჭერის არქონას და ნახეთ, როგორ პირობებში უწევდა ოჯახს ცხოვრება - ასეთი ხალხი ითვლება დაბინავებულად. სახელმწიფო ხედავს სათანადო საცხოვრებელს, როგორც ჭერის ქონას. არ იწარმოება უსახლკარობის აღრიცხვა ეროვნულ დონეზე და მონაცემებს მხოლოდ სამი მუნიციპალიტეტი მიაწოდებს, მათ შორის კი ბაღდათი არაა. სახელმწიფოს აქვს ბევრი პრობლემა სერვისების თვალსაზრისით“, - აცხადებს კოტე ერისთავი.


close დახურვა