logo
ENG



სახელმწიფო ინსტიტუტები მარიონეტულად ასრულებენ ოცნების დავალებებს - ოპოზიციის შეფასებები

02 თებ 202012:06
3 წუთის საკითხავი
 

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები ოპოზიციას აფიქრებინებს, რომ სახელმწიფო ავტორიტარიზმისკენ მიდის. მათი შეფასებით, მმართველი ძალა, ერთი მხრივ, პოლიტიკურ ოპონენტებს ძალადობრივად უსწორდება, მეორე მხრივ კი, ძალადობის იარაღად სასამართლოს იყენებს. ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ შექმნილი ვითარების გამო, საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოსთან დაკავშირებით  პოლიტიკის გადახედვა მოუწიოთ.

"ეს არის აგონია და რაც უნდა ეცადოს ივანიშვილი, რომ დაამყაროს დიქტატორული რეჟიმი, ესაა ბოლო ფაზა. რეჟიმი ცდილობს თავის გადარჩენას, მაგრამ სიმართლე მის მხარეს არაა, ამიტო დამარცხდება", - აცხადებს ხატია დეკანოიძე. 

ირაკლი აბესაძის თქმით კი, იავნიშვილის დავალებებს სახელმწიფო ინსტიტუტები ბოლომდე ასრულებენ. მისი თქმით, ამას ადასტურებს ოპოზიციის ლიდერების მიმართ პოლიტიკური დევნის ფაქტებიც. 

"ქვეყანაში გაცხადებულად ითქვა უარი დემოკრატიული პრინციპებით მმართველობაზე და ამას ღიად აკეთებს ივანიშვილი. ძალიან კარგი მაგალითია ხაბეიშვილისა და უგულავას შემთხვევა, როგორ შეიძლება სახელმწიფო ინსტიტუტები ბოლომდე მარიონეტულად ასრულებდნენ "ქართული ოცნების" პოლიტიკურ დავალებებს ისე რომ შესაბამისობაში არ იყვენენ კანონმდებლობასთან და ადამიანის უფლებების დაცვასთან.

უმრავლესობაში კი განსხვავებული პოზიცია აქვთ. როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, ოპოზიციის მოსაზრებები შეუსაბამო და არაადეკვატურია. რაც შეეხება უგულავასა და ხაბეიშვილის საქმეს, პოლიტიკური მოტივებისგან დაცლილია და პროცესები სამართლიანად მიმდინარეობს. 

"როგორც ჩანს, ჩვენს ოპოზიციას ენატრება ავტორიტარული რეჟიმი. ეს ჩაბარდა წარსულ და არასდროს განმეორდება, რისი გარანტორიც თითოეული ჩვენგანია. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, ესაა წმინდა სამართლებრივი საკითხი და სასამართლოს გადაწყვეტილებაც ამას ადასტურებს. ის დაცლილია პოლიტიკური მოტივებისგან. ჩვენი ოპოზიცია კი უბრალოდ ყოველთვის ორმაგი სტანდარტით გამოირჩევა", - აღნიშნა რატი იოანათაშვილმა. 


close დახურვა