იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც ევროსტრუქტურების რეკომენდაციით, რეფორმირებას საჭიროებს, წინსვლის ნაცვლად, სახიფათო პრეცედენტებს ქმნის. იმის გამო, რომ საბჭოს 5 ახალი წევრი ჰყავს ასარჩევი, ქართული ოცნება კი პარლამენტში მისთვის სასურველი კადრების დასანიშნად ხმებს ვერ აგროვებს, ორგანო სპეციფიკურ რეჟიმზე გადავიდა. საბჭო ვერ ახერხებს, შეაფასოს გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეები და აქ უცნაური გამოსავალი იპოვა. გამოსაცდელი ვადით დანიშნულებს ვადა გაუხანგრძლივეს, რაც სამოქალაქო სექტორის შეფასებით კანონდარღვევაა.
სახიფათო პრეცედენტი - იუსტიციის საბჭოს საეჭვო გადაწყვეტილება
30 აგვ 202220:20
3 წუთის საკითხავი