სევილიაში „ემ-თი-ვი ევროპის" მუსიკალური დაჯილდოვების ცერემონია ჩატარდა. წლის საუკეთესო შემსრულებლად კანადელი მომღერალი შონ მენდესი დაასახელეს. ბილი აილიში გახდა გამარჯვებული ნომინაციებში „წლის საუკეთესო სიმღერა" და „ახალბედა შემსრულებელი". გულშემატკივრების ყველაზე დიდი არმიის ყოლისათვის კი ჯილდო სამხრეთ კორეულ ჯგუფს - ბი თი ეს-ს გადასცეს. არიანა გრანდემ, რომელიც შვიდ ნომინაციაზე იყო დასახელებული, ვერც ერთი ჯილდო მიიღო.