logo
ENG



სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციის ვადები გახანგრძლივდა

16 ნოე 202316:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/16/lsfmvsk31puq10b.jpg

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციის ვადები გახანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ვაქცინა მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიკეთონ.

უწყებაში აღნიშნავენ, პირველ ეტაპზე, უფასო ვაქცინაცია იმ ჯგუფებს ჩაუტარდათ, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვს. სამინისტროს განცხადებით, პროგრამა გაფართოვდა და აცრის შესაძლებლობა იმ ადამიანებსაც აქვთ, რომლებიც რისკ ჯგუფებში არ შედიან.

"ჯანდაცვის სამინისტრომ, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამისთვის, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულთა შორის და მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე", - ნათქვამია განცხადებაში.

ვაქცინაცია სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია, 6 თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა. აქამდე უფასოდ აცრის ჩატარება 15 ნოემბრის ჩათვლით იყო შესაძლებელი.


close დახურვა