logo
ENG



სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა

16 სექ 202012:08
3 წუთის საკითხავი
clock 359
სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათი ცნობით, მას ვირუსი ბათუმში ყოფნის შემდეგ დაუდგინდა.

"სამხედრო მოსამსახურე აჭარის რეგიონში დათხოვნის პერიოდში იმყოფებოდა, ხოლო ეპიდსაშიშ კერაში ყოფნის გამო, დადგენილი პროტოკოლით მისი გამოკვლევა სამხედრო ბაზაზე დაშვებამდე განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ მას სამხედრო ნაწილში მყოფ პირად შემადგენლობასთან კონტაქტი არ ჰქონია. შესაბამისად, ნაწილის ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ დამდგარა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 2 758 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 412 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. 


close დახურვა