ქართველი ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნა თბილისში მყოფმა ამერიკულმა დელეგაციამ. მთავრობას ვურჩიეთ, მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის სურვილს - ევროპასთან დაახლოებას - დღის ბოლოს ჯინ შაჰინმა და დიკ დურბიმმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს და კითხვებს უპასუხეს. დაზუსტდა, რა გზავნილები ჰქონდა ამერიკულ დელეგაციას შეხვედრებისას. ერთ-ერთი მთავარი წუხილი დემოკრატიის უკუსვლას უკავშირდება. თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, უნდა გაითვალისწინოს ევროკომისიის რეკომენდაცია, სადაც მთავარი მიმართულება მედიის თავისუფლებაა.
სენატორების შეხვედრები თბილისში
20 თებ 202319:45
3 წუთის საკითხავი