logo
ENG



სენატორი დეინსი სალომე ზურაბიშვილსა და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდა

30 მაი 202514:58
3 წუთის საკითხავი
 
2025/05/30/xn7dn4e4w2apt4m.jpg

რესპუბლიკელი სენატორი სტივ დეინსი მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდა.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ცნობით, შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს.

"სენატორი დეინსი სალომე ზურაბიშვილს და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდა, რათა განეხილათ საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა შეერთებული შტატებისთვის, ოპოზიციის ლიდერების ბოლოდროინდელი დაპატიმრებების გამო გამოთქმული შეშფოთება და პროდასავლური საქართველოს საჭიროება რეგიონში კეთილდღეობის, პროგრესისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია განცხადებაში.

სენატორი ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძესაც შეხვდა.

სენატორის საქართველოში ვიზიტის შესახებ აშშ-ის საელჩომ დილით დაწერა. მათი თქმით, ის გააჟღერებს ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას, იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართ.


close დახურვა