შეერთებული შტატების სენატში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უიფროსს და ყოფილ მრჩეველს იბარებენ. კონგრესის ზედა პალატის დემოკრატებმა ოფიციალური წერილით მიმართეს უმრავლესობის ლიდერს და მილ მალვენისა და ჯონ ბოლტონის გამოკითხვაზე დაბარებისკენ მოუწოდეს. წერილი მიჩ მაკკონელს სენატის უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა გაუგზავნა. საუბარია მალვენისა და ბოლტონისთვის უწყისების გაგზავნაზეც. დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო მუხლები წარმოამდგენელთა პალატაში საერთო კენჭისყრაზე ამ კვირაში გავა. ერთ თვეში კი სენატში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო სასამართლო დაიწყება. დონალდ ტრამპს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.