logo
ENG



სერგეენკოს თქმით, ივანიშვილის წასვლის გაგების შემდეგ გუნდმა მას დარჩენა სთხოვა

11 იან 202116:47
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/11/udrkdbp3m8zua7r.png

ქართული ოცნების დეპუტატი, ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო ამბობს, რომ გუნდის წევრებმა ბიძინა ივანიშვილს დარჩენა სთხოვეს მას შემდეგ, რაც მისი წასვლის გადაწყვეტილება გაიგეს.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე, დღის კურიერში საუბრისას წამყვანმა მას ჰკითხა: "როდესაც მან [ბიძინა ივანიშვილმა] თავისი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა გუნდს, იყო თხოვნა რომ დარჩენილიყო?" - ამაზე სერგეენკო პასუხობს რომ თავად კონსულტაციებში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა [ბიძინა ივანიშვილის დარჩენაზე] "თხოვნები იყო". 

ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 11 იანვარს, ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას, ისე უშუალოდ პარტიასაც და თავის 2011 წლამდე არსებული ცხოვრების წესს უბრუნდება.

 


close დახურვა