logo
ENG



სერგეი გაიდაი: ლუგანსკის რაიონიდან 1 600-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

14 მარ 202218:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/14/93g77crjdq691n6.png
REUTERS

ლუგანსკის რაიონიდან 1 600-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის უფროსი სერგეი გაიდაი ავრცელებს.

"დღეს ჰუმანიტარული დერეფნით ევაკუირებულია სევეროდონეცკიდან 600-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, რუბიჟნედან - 480, ლისიჩანსკიდან - 260, პოპასნადან - 130, გორნოედან - 80 და კრემენნაიადან 82 ადამიანი", - ამბობს ის.

გაიდაის თქმითვე, მოსახლეობა ლუგანსკიდან ჩავა სლოვიანსკში, სადაც ისინი ზრუნველყოფილი იქნებიან თავშესაფრითა და ყველა საჭირო დახმარებით.

 


close დახურვა