logo
ENG



სერგო ჩიხლაძე სწრაფი ტესტების მარაგებზე: ეს ზღვაში წვეთია

17 აპრ 202010:03
3 წუთის საკითხავი
 

დღეიდან კლინიკებში კოვიდ 19-ის დასადგენი ტესტები დარიგდება. ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული მარაგის მიუხედავად, ტესტების რაოდენობა საკმარისი არ არის. ჩიხლაძის თქმით, იმისთვის, რომ მოსახლეობა მალე დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ წესს, აუცილებელია საქართველოში მეტი ტესტი შემოიტანონ.

ჩიხლაძის განცხადებით, სწრაფი ტესტებით პირველ რიგში რისჯგუფში მყოფმა ადამიანებმა უნდა ისარგებლონ, რომელთა რაოდენობაც ექსპერტის თქმით, ქვეყანაში არსებულ სწრაფი ტესტების რაოდენობას მკვეთრად სცილდება.

"კარგია, რომ ივსება მარაგები და უნდა შეივსოს, თუმცა ეს ცოტა დაგვიანებულიცაა. მარტო ამ ტესტებით გამოსაკვლევი, თავად მთავრობის თქმით, ასეულობით ადამიანია, მათ შორის მედპერსონალი. მაგალითად 30 ათასამდე ექიმია საქართველოში, 18 ათასამდე ექთანი, ასევე რისკის ზონაში მყოფი საჯარო მოხელე და ამ დროს მინისტრი ამბობს რომ ორი თვის თავზე 5 ათასი ტესტი მიუღია. ესენი გვესაუბრებიან 5 და 10 ათას ტესტეზე, რაც ზღვაში წვეთია",-აცხადებს სერგო ჩიხლაძე. 


close დახურვა