logo
ENG



სვანეთში 13 წლის მოზარდს ეძებენ

19 ივლ 202012:07
3 წუთის საკითხავი
 

სვანეთში 13 წლის დაკარგულ მოზარდს ეძებენ - სამძებრო სამუშაოებში 20-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს.

Facebook-ზე ოჯახის განცხადებიდან ირკვევა, რომ 13 წლის მოზარდი გუშინ გავიდა სახლიდან და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

მესტიის რაიონ, სოფელ ლენჯერში, გუშინ 18 ივლისს, 11 საათზე სახლიდან გამოვიდა 13 წლის ი.ფ. ოჯახი და ახლობლები შუადღის შემდეგ ვეძებთ. იყო ველოსიპედით, ეხურა კეპი და ეცვა მუქი ტანსაცმელი. ბოლოს ნახეს ლენჯერში. იმ შემთხვევაში, თუ ფოტოზე გამოსახულ ბავშვის შესახებ რაიმე ინფორმაცია გაქვთ, გთხოვთ დაგვიკავშირდით", - ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტში აცხადებენ, მოზარდის სამძებრო სამუშაოებში ჩართულია დრონიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ემუხლით მიმდინარეობს. 

აღნიშნული მუხლი გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.


close დახურვა