სვანეთში 13 წლის მოზარდს უკვე მე-8 დღეა ეძებენ. "ფორმულას" ინფორმაციით, ილია ფილფანის ძებნა დღეს დილიდან განახლდა.
ტერიტორიის მონიტორინგი დრონების საშუალებითაც მიმდინარეობს. სამძებრო ღონისძიებაში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც. ისინი ილია ფილფანის ადგილსამყოფელის მიკვლევას საკუთარი ძალებით ცდილობენ.
შეგახსენებთ, 13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა. მას თბილისსა და ანაკლიაშიც ეძებენ.