logo
ENG



სვეტის დაზარალებულებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა იწყება

11 მარ 202011:16
3 წუთის საკითხავი
 
xq9uobmkud7gz0j.png

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დაზარალებულებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დღეიდან იწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მშენებლობებს კომპანია „m2“ დაახლოებით 3 წელიწადში დაასრულებს.

„დღეიდან იწყება სამშენებლო კომპანია სვეტის მიერ დაზარალებული ადამიანებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, რომელსაც კომპანია "M2" განახორციელებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. მე მინდა ყველა იმ ადამიანს, ილია ელოშვილის ხელმძღვანელობით, გადავუხადო მადლობა, ვინც ჩართული იყო ამ პრობლემების მოგვარებაში. აქ მარტო დედაქალაქის მერია ვერ მოაგვარებდა ამ უდიდეს პრობლემას. ამ პროცესში ჩართული იყო სხვადასხვა უწყებები - იუსტიციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, პროკურატურა, ყველა მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის და ათასობით ადამიანის გახარებისთვის. სამ კონკრეტულ მისამართზე იწყება მშენებლობა, ესენია არის მირცხულავას ქუჩა, ნუცუბიძის ქუჩა და ჭყონდიდელის ქუჩა. დაახლოებით სამი წელი დასჭირდება კომპანიას, რომ მთლიანად დააკმაყოფილოს ეს ადამიანები. დაახლოებით 250 მილიონი ლარის დახარჯვა მოუწევთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.


close დახურვა