logo
ENG



სიკორსკი დასავლეთის ქვეყნების ჯარების უკრაინაში გაგზავნას "წარმოუდგენლად" არ მიიჩნევს

08 მარ 202422:05
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/08/s8am3wz2kuy2l08.jpg

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი დასავლეთის ქვეყნების ჯარების უკრაინაში გაგზავნას "წარმოუდგენლად" არ მიიჩნევს.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებისას სიკორსკიმ თქვა, რომ ისტორიაში მსგავსი პრეცედენტი უკვე არსებობდა, კერძოდ, 1950-1953 წლების კორეული ომის დროს, როდესაც ქვეყნის დასახმარებლად გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყნების კოალიცია გაემგზავრა.

"გახსოვდეთ, გაეროს გენერალურ ასამბლეაში, შეჭრის შემდეგ მალევე 190-დან 140 ქვეყანაზე მეტმა ხმა მისცა იმას, რომ აგრესია, როგორც მიუღებელი რამ დაეგმოთ. ეს უბრალოდ პრესისთვის განცხადება არაა, ეს უფლებრივი ბაზის შექმნაა. ამის გათვალისწინებით, აგრესიის შესაწყვეტად გაეროს წევრი ქვეყნების კოალიცია რამე წარმოუდგენელი არ არის.

ამიტომ ვაფასებ ბოლო დღეები საფრანგეთის ინიციატივას. ვინაიდან, ჩემი აზრით, მას კარგი განზრახვა აქვს, კერძოდ კი - რათა სწორედ რუსეთის პრეზიდენტი ეკითხებოდეს საკუთარ თავს, როგორი იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი და არა ის, რომ დარწმუნებული იყოს, რომ კრეატიულს არაფერს გავაკეთებთ და ამიტომ შეძლოს შემდეგი სცენარების დაგეგმვა", - ამბობს სიკორსკი.

27 თებერვალს, მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს. მისი თქმით, არ არსებობს კონსენსუსი უკრაინაში სახმელეთო ჯარების ოფიციალურად გაგზავნაზე, მაგრამ გამორიცხული არაფერია.


close დახურვა