ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ქართული ოცნება არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩემს, თქვენს, ჩემი კოლეგების და ჩემი მეგობრების მომავალს, ამ ქვეყნის მომავალს კლავს. არის რაღაცები ბუნებაში, რაც ერთმანეთთან უბრალოდ შეუთავსებელია, ასეთია სწორედ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია და ქართული ოცნება. სამწუხაროდ, ამ პოლიტიკურმა ძალამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანა ჩამორჩენილიყო ჩვენს პარტნიორებს - მოლდოვას და უკრაინას, და ჩვენ მათ მიღმა დავრჩენილიყავით.
სამწუხაროდ, ჩვენ იმ რეალობის წინაშე ვართ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა დიდი იმედი, ჩვენ გვინდოდა ამ ქვეყანაში აგვეშენებინა დემოკრატია, სამწუხაროდ, ვნახეთ, რომ ქართულმა ოცნებამ ეს ყველა ოცნება დაანგრია და დაანგრია ნებისმიერი ქართველის ოცნება, რომ ვყოფილიყავით ევროკავშირის წევრი. მან მრავალი წლით დაანგრია ეს ოცნება, რის გამოც ქართველმა ხალხმა მას პასუხი უნდა მოსთხოვოს.
ამიტომ მე ხვალ 8 საათზე ვიქნები პარლამენტის წინ და იმედი მაქვს, რომ თქვენც გამოხვალ, დადგებით ჩვენს გვერდით... არ აქვს მნიშვნელობა ჩვენს სტატუსს. ეს თითოეული ჩვენგანს ეხება, თითოეული ჩვენგანის მომავალს ანადგურებს ქართული ოცნება. მათ პასუხი უნდა მოვთხოვოთ.