logo
ENG



სინეგუბოვი: რუსები ფსიქონევროლოგიურ ინტერნატს ესროდნენ, სადაც 330 ადამიანი იყო

11 მარ 202214:12
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/11/m3t94glhdsf0nzq.jpg

ხარკოვის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ოლეგ სინეგუბოვი ამბობს, რომ რუსმა სამხედროებმა ოსკოლსკის ფსიქონევროლოგიური ინტერნატის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამ დროს შენობაში 330 ადამიანი იყო.

დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. 

"ინტერნატის შენობიდან 73 ადამიანის ევაკუაცია მოვასწარით, სროლის დროს შენობაში 330 ადამიანი იყო. მათგან გადაადგილება უჭრის - 50-ს, ეტლით გადაადგილდება - 10", - ამბობს სინეგუბოვი.

მისივე თქმით, ოკუპანტები ცინიკურად ესვრიან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რადგან შეტევითი მოქმედებები უშედეგოა.


close დახურვა