სირიაში ამბოხებულებმა სამთავრობო ძალების კუთვნილი სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ინციდენტი იდლიბში მოხდა, სადაც ოპოზიციის მებრძოლები თურქეთის არტილერიის მხარდაჭერით ასადის არმიის ძალების შეტევის მოგერიებას ცდილობენ. პილოტების ბედი ჯერჯერობით უცნობია.
პარალელურად, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქი სამხედროების მკვლელობისთვის სირიის არმიას მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს.
სირიის სამთავრობო ძალებმა თურქული საგუშაგო გუშინ დაცხრილეს, რასაც 5 თურქი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. სირიაში თურქეთის სამხედრო ძალების გააქტიურებით უკმაყოფილოა რუსეთი. ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი აცხადებს, რომ რუს და სირიელ სამხედროებზე თავდასხმები უნდა შეწყდეს.