ერაყში კოალიციურ ძალებზე თავდასხმის შემდეგ, სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი 26 მებრძოლი მოკლეს. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელმა ქვეყანამ განახორციელა ავია-შეტევა.
სარაკეტო იერიში ერაყის ტაჯის ბაზაზე გუშინ საღამოს განხორციელდა. თავდასხმის შედეგად ორი ამერიკელი და ერთი ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა, 12 კი, დაშავდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას აუღია, თუმცა ვაშინგტონმა მომხდარში ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლები დაადანაშაულა.