logo
ENG



სირიელი ქურთების მხარდასაჭერი აქციები ევროპაში

13 ოქტ 201914:37
3 წუთის საკითხავი
 
z5gaqiodcx2igj4.jpg

სირიელი ქურთების მხარდასაჭერად ევროპაში დემონსტრაციები მიმდინარეობს. აქცია გაიმართა საბერძნეთის დედაქალაქში, სამხედრო ძალის სირიიდან გაყვანის მოთხოვნით მემარცხენე აქტივისტები ათენში თურქეთის საელჩოსთან შეიკრიბნენ.

ათი ათასზე მეტი ადამიანია გამოსული გერმანიის ქალაქ კიოლნის ქუჩებში, სადაც აქციის მონაწილეები თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ქალაქში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

აქცია გაიმართა საფრანგეთის დედაქალაქშიც. პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოსთხოვეს.

ასევე აქციები გაიმართა, ლილში, მარსელსა და სტრასბურგშიც.

 

 


close დახურვა