სირიის ჩრდილოეთით ოპოზიციურმა ძალებმა ერთ-ერთ სტრატეგიულ ქალაქზე კონტროლი დაიბრუნეს. ასადის არმიის წინააღმდეგ მათ არტილერია და სარაკეტო იერიშები გამოიყენეს. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.
პარალელურად თურქეთი აცხადებს, რომ იდლიბის დეესკალაციის ზონაში სამხედრო ოპერაციისთვის მზადებას ასრულებს. ასადის რეჟიმისთვის ჯარების გასაყვანად მიცემული ვადის ამოწურვისთანავე, თურქი სამხედროები მისიის შესრულებას დაიწყებენ.