სულხან-საბას ქუჩაზე, მოძრაობის წევრები კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე შემსვლელებსა და გამომსვლელბს, სკანდირებით აცილებდნენ. აქციის მონაწილეები ასევე სკანდირებდნენ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის ვაჟა სირაძის სახელს. სწორედ ეს ქუჩა იყო ის ადგილი, სადაც ყველაზე მეტი სამართალდამცველი იყო მობილიზებული. აქვე დააკავეს ორი აქტივისტი, როგორც მოგვიანებით პოლიციამ განმარტა, ისინი მხოლოდ ტერიტორიას განარიდეს.
მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა აქტივისტმა „ფორმულასთან“ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ყველგან დისკომფორტს შეუქმნიან, რათა მათ სხდომები კომფორტულად ვერ ჩაატარონ.
„ვიქნებით ყველა შესასვლელთან, სადაც სამარცხვინო დეპუტატები, ივანიშვილის მონები ასე ჩუმად და სამარცხვინოდ შეეცდებიან, რომ პარლამენტში შეიპარონ. რა პოლიციის ძალებიც არ უნდა გამოიძახონ, ჩვენ მივალთ ყველგან, შევუქმნით დისკომფორტს და შევახსენებთ რომ არიან მონები. ესენი ამ ქვეყანაში კომფორტულად ვერ ივლიან და პარლამენტის სხდომებს ვერ ჩაატარებენ“, - განაცხადა „სირცხვილიას“ აქტივისტმა.