სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილია აცხადებს, რომ ბათუმში, მათ ოფისში სამართალდამცველები შეიჭრნენ და რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ოფისში მოძრაობის წევრები კომენდანტის საათის დაუმორჩილებლობის აქციას მართავდნენ - მსგავსი შინაარსის აქცია გაიმართა დღეს დედაქალაქშიც.
"ამ წუთებში აჭარის პოლიცია შეიჭრა ჩვენი რეგიონალური ორგანიზაციის ოფისში, სადაც ისევე როგორც პარლამენტის წინ, იმართებოდა დაუმორჩილებლობის აქცია. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწრაფოდ დატოვეთ ჩვენი ოფისის მიმდებარე ტერიტორია, შეწყვიტეთ ძალადობა და გაათავისუფლეთ დაკავებული აქტივისტები!", - აცხადებს სირცხვილია.
სამოქალაქო მოძრაობის ოფისთან ორგანიზაციის წევრები ამ დრომდე არიან შეკრებილები, ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
