logo
ENG



სირცხვილია: არ ვცნობთ არჩევნების შედეგებს და ვითხოვთ ხმების გადათვლას

02 ნოე 202020:40
3 წუთის საკითხავი
 
ypaxktetdrjnj92.jpg

მოძრაობა სირცხვილია აცხადებს, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხმების გადათვლას ითხოვს. როგორც სირცხვილია აცხადებს, ცესკო-ს აღარ აქვს საზოგადოების ნდობა და ამიტომ, შედეგების გადათვლის პროცესი უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ - პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით.

როგორც მოძრაობაში აცხადებენ, ავტორიტეტული ორგანიზაციის, „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) მიერ ჩატარებული პარალელური ხმის დათვლის შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგებისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნები გააყალბა. 

"31 ოქტომბერს, 1,970,540-მა ადამიანმა გააკეთა არჩევანი, რომელთა უმრავლესობამ ხმა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მისცა, მაგრამ ეს არჩევნები პირველ რიგში მოგვპარეს ჩვენ, ხალხს! ჩვენ არ ვცნობთ არჩევნების შედეგებს და ვითხოვთ ხმების გადათვლას!", - ნათქვამია განცხადებაში.

ცესკომ უბნების დათვლა დაასრულა. დათვლილია ქვეყნის მასშტაბით 3847 უბანი.

წინასწარი შედეგები ასეთია:

ქართული ოცნება N41 - 48,15% (926 959 ხმა)

ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია N5 - 27,14% (522 563 ხმა)

ევროპული საქართველო N2 - 3,78% (72 752 ხმა) 

გირჩი N36 - 2,89% (55 600 ხმა)

ლელო N56 - 3,15% (60 691 ხმა)

გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი N27 - 3,15% (60 592 ხმა)

პატრიოტთა ალიანსი N8 - 3,14%  (60 493 ხმა)

ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები N24  - 1,33% (25 534 ხმა)

ლეიბორისტული პარტია N10 - 1% (19 281 ხმა)

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები, რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED აცხადებს, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%. ორგანიზაცია აცხადებს, რომ აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, სადაც ოქმებში დისბალანსი იყო. 

პარლამენტში შესვლაზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ თქვა უარი.

 


close დახურვა