logo
ENG



სირცხვილია: ბათუმში კომენდანტის საათს კიდევ ერთხელ დემონსტრაციულად დავარღვევთ

04 აპრ 202119:30
3 წუთის საკითხავი
 
სირცხვილია: ბათუმში კომენდანტის საათს კიდევ ერთხელ დემონსტრაციულად დავარღვევთ
ვახო ქარელი/ფორმულა

მოძრაობა სირცხვილია ბათუმში ე.წ. დაუმორჩილებლობის წვეულების პოლიციის ძალით დაშლას მარშით გააპროტესტებს.

როგორც სამოქალაქო აქტივისტებმა დააანონსეს, 5 აპრილს, დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების სასამართლოების შემდეგ, მარში მოეწყობა და დემონსტრანტები კიდევ ერთხელ დაარღვევენ კომენდანტის საათს.

„დაზიანებები აქვთ ჩვენს აქტივისტებს, დაპატიმრებულები იყვნენ, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. ხვალ მათი სასამართლოების შემდეგ კიდევ ერთხელ ვაპირებთ დავარღვიოთ კომენდანტი და მარშით გავაპროტესტოთ ბათუმში მომხდარი" , - ამბობს დაუმორჩილებლობის წვეულების ერთერთი ორგანიზატორი, თამარ კურატიშვილი.

კომენდანტის საათის გასაპროტესტებლად მოძრაობა სირცხვილიამ ბათუმში დაუმორჩილებლობის წვეულება მოაწყო. აქტივისტების თქმით, წვეულება პოლიციამ დაშალა და რამდენიმე აქტივისტი დააკავა. 


close დახურვა