მოძრაობა სირცხვილია განცხადებას ავრცელებს - სამოქალაქო აქტივისტების თქმით, პარლამენტის წინ მობილიზებული პოლიცია მათ სცენის დადგმის საშუალებას არ აძლევს.
„პარლამენტის წინ შსს-ს თანამშრომლები არიან მობილიზებულნი, რომლებიც დღევანდელი აქციის ორგანიზატორებს არ გვაძლევენ სცენის დადგმის საშუალებას", - ვკითხულობთ განცხადებაში.
კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით აქტივისტები და პოლიტიკური გაერთიანებები დღეს, 17:00 საათიდან აქცია-მსვლელობებს აწყობენ. ისინი კომენდანტის საათის დემონსტრაციულად დარღვევას აპირებენ.
კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით დაუმორჩილებლობის წვეულება გაიმართება ბათუმშიც.