logo
ENG



სირცხვილია იმ პოლიციელების ფოტოებს ასაჯაროებს, რომლებმაც გიორგი მჟავანაძეზე იძალადეს

20 მაი 202218:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/20/5s486msw6xqh92w.jpg

მოძრაობა სირცხვილია, იმ პოლიციელების ფოტოებს ასაჯაროებს, რომლებმაც აქტივისტ გიორგი მჟავანაძეზე გლდანი-ნაძალადევის განყოფილებაში, ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადეს.

"ვასაჯაროებთ იმ პოლიციელების ფოტოსურათებს, რომლებმაც 18 მაისს, გლდანი-ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში, ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადეს გიორგი მჟავანაძეზე. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, შეუწყდეთ უფლებამოსილება და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ მოძალადე პოლიციელები, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან დაკავებულ თანამდებობებზე: დავით კანკავა, სოლომონ ლომსაძე, ჯონი სამხარაძე, ანზორ გულუა, ზაზა ზურაბიშვილი და გიორგი ჟორდანია", - წერია სირცხვილიას განცხადებაში.


close დახურვა