logo
ENG



სირცხვილია მელაშვილისა და ილიჩოვას გირაოს დასაფარად თანხის შეგროვებას იწყებს

28 იან 202120:54
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/28/jnurte4j5rjt7v7.jpg

სამოქალაქო ორგანიზაცია "სირცხვილია" კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ნატალია ილიჩოვასა და ვალერი მელაშვილისთვის სასამართლოს მიერ პატიმრობის ნაცვლად შეფარდებული 20 000 ლარის ოდენობის გირაოს დასაფარად თანხის შეგროვებას იწყებს

"ჩვენი, როგორც საზოგადოების ვალია კიდევ ერთხელ დავუჭიროთ მხარი სამშობლოს ერთგულ, ღირსეულ ადამიანებს", - აცხადებს ორგანიზაცია და იმ ანგარიშის ნომრებსაც აქვეყნებს, რომელზე გადარიცხული თანხაც სრულად ნატალია ილიჩოვასა და ვალერი მელაშვილის ოჯახებს გადაეცემათ. 

სირცხვილია თანხას საქართველო ბანკის ანგარიშზე, ნომრით #GE44BG0000000162241054 და თი ბი სი ბანკის ანგარიშზე, ნომრით #GE27TB7589236070100003, შეაგროვებს. 

დღეს სასამართლომ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საპატიმრო სასჯელი თითოს 20 0000 ლარის ოდენობის გირაოთი შეუცვალა. გირაოს გადასახდელად ორივეს 30-დღიანი ვადა აქვს. მოსამართლემ, ასევე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენებაზე იმ მოტივით, რომ მელაშვილის თანამდებობა მის შეჩერებამდე, პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.


close დახურვა