logo
ENG



სისტემა უნდა შეიცვალოს - ნანი ბრეგვაძის სამოქალაქო პოზიცია

12 თებ 202020:38
3 წუთის საკითხავი
 

უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, ხელისუფლების ცინიზმი საკუთარი მოქალაქეების მიმართ პროპორციული სისტემის ჩაგდება გახდა ქართველი ხელოვანების წუხილის მიზეზი, ისინი ხელისუფლებას აფრთხილებენ, - არსებული სისტემა შესაცვლელია. ე.წ. წვიმის მუსიკოსები, ლეგენდარული მომღერლები, პუბლიცისტები ფიქრობენ რომ კრიზისი, რომელშიც ხელისუფლებამ ქვეყანა შეიყვანა, ერთადერთი გზითაა გადასალახი.

სისტემა უნდა შეიცვალოს ასეთია ნანი ბრეგვაძის სამოქალაქო პოზიცია. პოლიტიკური განცხადებები არ სჩვევია თუმცა, ბოლო დროინდელი მოვლენების შემდეგ დარწმუნებულია, რომ საქართველოში ცვლილებების დრო დადგა.

ეკრანზე იშვიათად ჩნდება, თუმცა თუ გამოჩნდა ყოველთვის მძაფრი მოქალაქეობრივი პოზიცია და პროტესტი აქვს მუსიკოს ნიაზ დიასამიძეს. ის ფიქრობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება თვითკრიტიკას მოკლებული ადამიანების ჯგუფია, რომელსაც ამომრჩევლის პრობლემები არ ანაღვლებს, საკუთარ ხალხს დასცინის და არც იუმორი აქვს.

ნეპოტიზმი, ნიჰილიზმი სამოქალაქო სოლიდარობის არ ჰქონდა, კორუფცია, საზოგადოების ერთგვარი პასიურობა და იმედგაცრუება ის მთავარი პრობლემებია, რომელიც ჟურნალისტსა და კრიტიკოსს დავით ბუხრიკიძეს აწუხებს. ცვლილებებს გავრილოვის ღამის შემდეგ ელოდა, თუმცა ეს არ მოხდა და მისი აზრით პოლიტდაპირისპირებების ფონზე ქვეყანა ისევ დამუხრუჭებულია.

2020 წელი საარჩევნო წელია. საზოგადოების დიდი ნაწილს აქვს კითხვა, რამდენად დაცულია მათი ხმები და მოახერხებენ თუ არა საარჩევნო ყუთთან გაკეთებული არჩევანით მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლას ამ ქვეყნის მოქალაქეები.


close დახურვა