თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ერთმანეთს არასრულწლოვნები დაუპირისპირდნენ. ჩხუბის შედეგად 3 პირია დაჭრილი. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.