logo
ENG



სიღატაკის ზღვარი და ქვეყნის მძიმე რეალობა - შაბათის ფორმულა

12 ნოე 202220:53
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში მილიონამდე ადამიანი ღარიბია და ნახევარ მილიონამდე ადამიანი უკიდურესად ღარიბი. ასეთია ქართული ოცნების ათწლიანი მმართველობის შედეგი. დაუსაქმებელია ქვეყნის მოსახლეობის 20 პროცენტზე მეტი. უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობს და ყოველდღე შიმშილობს 77 ათასი ბავშვი. ამ მძიმე რეალობას დასასრული არ უჩანს, ჩვენს ქვეყანაში მდიდრდებიან, იტაცებენ ქონებას და ბიუჯეტის ფულს ოლიგარქიული მმართველობის სარდლები, რიგითები თუ ოფიცრები - ხალხი კი მშიერი და ბუნდოვანი მომავლით რჩება. შაბათის ფორმულა გიჩვენებთ სხვაობას რა ღირს ღარიბ საქართველოში და ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ერთი და იგივე პროდუქტი. შაბათის ფორმულამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაწერა ადამიანები და ვკითხეთ - როგორ ყოფნით ის მინიმალური შემოსავალი ყველაფრისთვის რაც გადარჩენისთვის აუცილებელია.

 


close დახურვა