logo
ENG



სიღნაღში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

11 იან 202321:30
3 წუთის საკითხავი
 
სიღნაღში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

სიღნაღში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

შემთხვევა დღეს საღამოს სოფელ ნუკრიანში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ოთხი ადამიანი იმყოფებოდა ხევში გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, 60 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა, დაშავებულები კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.


close დახურვა