5 ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა სიცილიაში, ფოიერვერკის საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად. 2 მძიმედაა დაშავებული. ამ დრომდე ვერ პოულობენ საწყობის ერთ-ერთ თანამშრთომელს.
ინციდენტი მესინას პროვინციაში მოხდა. საწყობი ფოიერვერკის კერძო ქარხანას ეკუთვნოდა. დაღუპულებს შორის მფლობელის მეუღლეცაა. მომხდარის მიზეზი უცნობია.