არჩევნების მოახლოებასთან ერთად დამძიმდა პოლიტიკური რიტორიკა. „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა იურისტებთან კონსულტაციას გადის და აპირებს, „ქართულ ოცნებას“ სიძულვილის ენის გამოყენების გამო სასამართლოში უჩივლოს. ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელები ერთმანეთის მიყოლებით კრიმინალურ დაჯგუფებად მოიხსენიებენ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“.
„ევროპული საქართველო“ ამბობს, რომ უარგუმენტო ცილისწამება საზოგადოების დაყოფის საშიშ ტენდენციას ქმნის. ოპოზიციაში ამბობენ, რომ წინასაარჩევნო გარემოს დაბინძურება არჩევნების დემოკრატიულობის და შესაბამისად ლეგიტიმაციის საკითხსაც დააყენებს. სამოქალაქო სექტორი მორატორიუმის საჭიროებაზე მიუთითებს.
არჩევნებამდე 4 თვით ადრე მესამე სექტორი მხარეებს მორატორიუმის დადებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით წინასაარჩევნოდ სიძულვილის ენის გამოყენება ხელს შეუწყობს არჩევნების არასამართლიან გარემოში ჩატარებას.
მმართველი გუნდის მხრიდან ოპონენტების ამგვარი ფორმით კრიტიკა პირველი შემთხვევა არ არის.