როგორ იქცნენ დეპუტატები ფსიქოლოგებად, ფსიქიატრებად, სასამართლო ექსპერტებად და ყველაფრის სპეციალისტებად, რაც ოლიგარქის გადასარჩენადაა საჭირო. როგორ მოხდა რომ ჩვენს თვალწინ, დღეს და ახლა - პუტინმა ქართული სახელმწიფო, მთავარსარდლის მკვლელობის ხელმომწერად აქცია. ყოველ ახალ დღეს, ქართული ოცნების ხელისუფლება ახალ შემზარავ რეალობას გვთავაზობს, სააკაშვილის სიძულვილითა და შურისძიებით სავსე რიტორიკით. მაგალითად მას შემდეგ რაც პრეზიდენტი, 7-თვიანი პაუზის შემდეგ, სასამართლოზე პირველად ჩაერთო და საზოგადოებამ ვიზუალურად პირველად ნახა მისი მდგომარეობა, ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე, მას თმის დავარცხნას და წვერის გაპარსვას ურჩევდნენ.