logo
ENG



სკვერი და სავარჯიშო სივრცე ნაგავსაყრელის გვერდით

28 იან 202020:23
3 წუთის საკითხავი
 

სკვერი და სავარჯიშო სივრცე ნაგავსაყრელის გვერდით და ადგილზე, რასთანაც გზა არ მიდის. გარდაბნის მუნიციპალიტეტს სოფელ მზიანეთში სკვერის მოწყობა 11  ათასი ლარი დაუჯდა, სივრცეში, რომლითაც არავინ სარგებლობს, 5 ხის სკამი და ორი სავარჯიშო კონსტრუქცია დაიდგა. მერიამ ხელშეკრულება ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის წესით დადო და ამ ე.წ.-ი ინფრასტრუქტურის მოწყობას, მოსახლეობის დაკვეთით ხსნის. თუმცა უპასუხოა ფორმულას კითხვა, რატომ იხარჯება საბიუჯეტო თანხები იმაში, რითიც მოსახლეობა ვერ სარგებლობს.

ეს სავარჯიშო სივრცე სოფელი მზიანეთის ბოლოს ნაგავსაყრელზე ააგეს. 5 ხის სკამი და ორი რკინის მცირე ზომის სავარჯიშო კონსტრუქცია, გარდაბანის მუნიციპალიტეტს 11 ათასი ლარი დაუჯდა.  

უხეებო სკვერში, ნაგავსაყრელზე არც არავინ ისვენებს და არც სავარჯიშო კონსტრუქციებით სარგებლობს ვინმე.

საყოფაცხოვრებო და  სამშენებლო ნაგავსაყრელის გარდა, სოფლის მოსახლეობა ადგილს საქონლის სადგომადაც იყენებს.  

გარდაბნის მუნიციპალიტეტმა სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში, ნაგავ-საყრელზე ეს სივრცე რომ ადგილობრივების მოთხოვნით მოაწყო, ამის დოკუმენტური მასალა აქვს მერის მოადგილეს. მაგრამ ერთია რას გთხოვს მოსახლეობა და მეორეა სად და რისთვის აკეთებ სივრცეს, რომლითაც ვერავინ სარგებლობს.

შემდგომი სამუშაოებისთვის ჯერ თანხა არ გამოყოფილა. არც გაწერილი გეგმა არსებობს, რას რის შემდეგ გააკეთებენ, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ თუ მოსახლეობა გადაწყვეტს, სივრცეს რომელიც უკვე დაჯდა 11 ათასი ლარი, ნაგვისგანაც გაასუფთავებენ  და გაამწვანებენ კიდეც.  


close დახურვა