სისხლიანი ანგარიშსწორებები, დაჭრა, ცემა და ადამიანების დასჯა სხვადასხვა მეთოდებით - ეს მძიმე ფაქტები ჩვენს გვერდით, ჩვენს ქალაქებში ხდება. შაბათის ფორმულამ მოიპოვა საქმის მტკიცებულებები, მასალები, ჩვენებები - სადაც ირკვევა, რომ არასრულწლოვანების დაჯგუფება, რომელიც საკუთარ თავს - სკინჰედების იდეოლოგიასთან აიგივებს - ადამიანებს სასტიკი მეთოდებით უსწორდება. ცივი იარაღით მიყენებული 20-ზე მეტი ჭრილობა, სასტიკად ნაცემი 29 წლის კაცი, რომელიც სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. საქმის მასალების მიხედვით - ირკვევა რომ ახალგაზრდების დაჯგუფებამ, მსხვერპლი კონკრეტული სქემით შეარჩია.
სკინჰედების ანგარიშსწორება - შაბათის ფორმულა
25 ნოე 202321:11
3 წუთის საკითხავი