logo
ENG



სკოლებში სწავლა 15 ივნისს დასრულდება, ეროვნული გამოცდები კი ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება-გახარია

15 მაი 202014:11
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობის ადმინისტრაციაში განათლების სფეროსთან დაკავშირებით პრეზენტაცია იმართება. მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უძღვება. 

გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ყველა სკოლაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება და მოსწავლეები სკოლას დადგენილ ვადებში დაამთავრებენ. გარდა ამისა, პრემიერის თქმით, ეროვნული გამოჩნდების თარიღი ტრადიციულად ივნისის თვეში გამოცხადდება. 

"საქართველოში 2019 წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება. საქართველოში სასწავლო წელი დისტანციურად, ტელესკოლის დახმარებით ჩატარდა ჩვეულ რეჟიმში. მე-12 კლასელები სკოლას დაასრულებენ 20 მაისს, პირველ კლასელები 27 მაისს, დანარჩენები კი, 15 ივნისს. ამასთან ერთად, ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში და მათი თარიღი ჩატარდება როგორც ყოველთვის, ივნისის თვეში. ჩვენთვის განათლება არის პრიორიტეტი ნომერი ერთი", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

შეგახსენებთ, რომ სწავლა სკოლებში პანდემიის გამო 4 მარტს შეწყდა. 

close დახურვა