logo
ENG



სკოლებში ქართული ენა მეგრულით უნდა ჩანაცვლდეს - ოკუპირებული გალის გამგებელი

23 ნოე 201912:40
3 წუთის საკითხავი
 
y1et48zgl0j524w.jpg

ოკუპირებული გალის რაიონის გამგებელი თემურ ნადარაია მოითხოვს, გალის რაიონში სწავლება მეგრულ ენაზე იწარმოებოდეს. ამ ინფორმაციას НУЖНАЯ ГАЗЕТА ავრცელებს. ნადარაიას  თქმით, "იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მეგრელები არიან, რომლებიც მეგრულ ენაზე საუბრობენ, ჩვენ შეგვიძლია შევიტანოთ მეგრული ენის სწავლება ქართულის ნაცვლად".  

გარდა ამისა, ნადარაია მიიჩნევს, რომ იმ სტუდენტებს, რომლებიც 6 თვეზე მეტი ხნით წავიდნენ ოკუპირებული ტერიტორიიდან, ჩამოერთმევათ ბინადრობის ნებართვა. "ანუ, ჩვენ გვინდა ვუთხრათ საშუალო სკოლის სტუდენტებს, რომ მათ აქვთ უფლება აირჩიონ ქართული უნივერსიტეტები სასწავლებლად, მაგრამ წლის განმავლობაში ექვსი თვის შემდეგ ისინი დაკარგავენ ბინადრობის ნებართვას და ვიზაზე ჩამოვლენ აფხაზეთში, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები", - აცხადებს ოკუპირებული გალის რაიონის გამგებელი. 


close დახურვა