სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა განაცხადა, რომ უკრაინას S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცეს.
"მე შემიძლია დავადასტურო, რომ სლოვაკეთმა უკრაინას გადასცა საჰაერო თავდაცვის სისტემა S-300, უკრაინის თავდაცვაში დახმარების თხოვნის საფუძველზე", - თქვა ჰეგერმა.
მეორე თვეა, უკრაინა, რუსეთის თავდასხმის მოსაგერიებლად, დასავლეთის ქვეყნებს საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის მოთხოვნით მიმართავს.
ედუარდ ჰეგერმა, რომელიც პარასკევს ჩავიდა კიევში, ასევე თქვა, რომ სლოვაკეთის თავდაცვა უზრუნველყოფილია.