logo
ENG



სლოვაკეთმა რუსეთის რეჟიმი ტერორისტად, რუსეთი კი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა

16 თებ 202322:56
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/16/fgkfdxitpx6cwij.jpg

სლოვაკეთის პარლამენტმა, ეროვნულმა საბჭომ  რუსეთის რეჟიმი ტერორისტად, რუსეთი კი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა.

"სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭო რეზოლუციით რუსეთის ახლანდელ რეჟიმს ტერორისტად და რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს"  - წერია განცხადებაში.

სლოვაკეთის პარლამენტმა კიდევ ერთხელ დაგმო უკრაინაში რუსეთის აგრესია, მასშტაბური თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, სამოქალაქო ობიექტებსა და ენერგოინფრასტრუქტურაზე და გამოხატა უკრაინის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.

სლოვაკმა დეპუტატებმა რეზოლუციით ასევე დაგმეს რუსეთის პირდაპირი და ირიბი მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. სლოვაკეთის საკანონმდებლო სტრუქტურამ ასევე განაცხადა, რომ არ აღიარებენ უკრაინის დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ყალბ რეფერენდუმების შედეგებს და ამ რეგიონებს უკრაინის ნაწილად მიიჩნევენ.

„პარლამენტმა ასევე გამოხატა მხარდაჭერა აგრესიული დანაშაულების სამართლებრივი დევნისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნაში ძალისხმევასა და კაცობრიობისა და ომის დანაშაულებზე სამართლებრივი ძებნაში“ - წერია განცხადებაში.

იმავდროულად ეროვნულმა საბჭომ დაგმო ჰიბრიდული ომი, რომელსაც "რუსეთი სლოვაკეთის ტერიტორიაზეც აწარმოებს". იმავდროულად სლოვაკეთმა მოუწოდა სამართალდამცველებს, უშიშროების სამსახურებს და სხვა კომპეტენტურ უწყებებს რომ ამ საფრთხეების წინააღმდეგ ეფექტური ზომები მიიღონ, რათა შეინარჩუნონ "უსაფრთხოება და დემოკრატია სლოვაკეთში".


close დახურვა