logo
ENG



სლოვაკეთმა უკრაინას 13 MiG 29 საბრძოლო თვითმფრინავი გადასცა

17 აპრ 202311:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/17/mvhx70wr0ver481.jpg

სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სლოვაკეთმა უკრაინას 13 MiG 29 საბრძოლო თვითმფრინავი გადასცა.

მარტში სლოვაკეთი უკრაინას შეუერთდა და უკრაინას დაჰპირდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარებოდა. დახმარების მიზნით, ქვეყანამ უკრაინას პირველი ოთხი საბრძოლო თვითმფრინავი მარტში გადასცა.

სლოვაკეთის მიერ გამოყოფილი 4 MiG 29 საბრძოლო თვითმფრინავი უკრაინას 23 მარტს გადაეცა. სამინისტროს ცნობით, უკრაინას ჯამში 13 საბჭოთა პერიოდის საბრძოლო თვითმფრინავს გადასცემენ. მათი ინფორმაციით, დარჩენილი თვითმფრინავები უკრაინას მალე გადაეცემა, მაგრამ ოპერაციული მიზეზების გამო დამატებით დეტალები ჯერ არ ასაჯაროებენ.

5 აპრილს, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ უკრაინა პოლონეთისგან დამატებით 6 ავიაგამანადგურებელს მიიღებდა. დუდას თქმით, პოლონეთმა უკვე გადასცა უკრაინას 4 MiG 29, დამატებით კი 6 საბრძოლო თვითმფრინავსაც გაუგზავნიან.


close დახურვა