logo
ENG



სლოვაკეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

29 თებ 202014:02
3 წუთის საკითხავი
 

ცნობილი ჟურნალისტის, იან კუციაკის მკვლელობის შემდეგ სლოვაკეთში პირველი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

პოლიტიკური პარტიები საკანონმდებლო ორგანოში 150 მანდატის გადასანაწილებლად იბრძვიან. ჟურნალისტის მკვლელობის შემდეგ ქვეყანაში გამოწვეულმა მასშტაბურმა საპროტესტო გამოსვლებმა მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის რეიტინგის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.

ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, პარტიას მოსახლეობის მხოლოდ 17 პროცენტი უჭერს მხარს. გამომძიებელი ჟურნალისტი მეუღლესთან ერთად სლოვაკეთში 2018 წელს მოკლეს. ის ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში კორუფციულ საქმეებს იძიებდა. 


close დახურვა