რუსული კანონის შემდეგ, ქართული ოცნების ხელისუფლება, მოძალადე შალვა რამიშვილის მთავარ დამცველად იქცა. ხელისუფლების მთავარი პროპაგანდისტის უდანაშაულობას, ახლა მმართველი პარტია, ისეთივე შემართებით ამტკიცებს, როგორც თავის დროზე ამბობდა, რომ რუსული კანონი ამერიკულია - შაბათის ფორმულას მიერ გავრცელებულმა აუდიო ჩანაწერმა ქართული ოცნების მოძალადეების დამცველი სახე კიდევ ერთხელ აჩვენა, სადაც ვერც ერთი დეპუტატი, მათ შორის ქალებიც, ვერ ბედავენ შალვა რამიშვილის საქციელს შესაბამისი სახელი დაარქვან. ქართული ოცნებისგან სოლიდარობას რომ არ უნდა ველოდეთ ეს დიდი ხანია საზოგადოებამ იცის და ხალხი თავად ყველაზე ობიექტურად აფასებს მიმდინარე პროცესებს.