logo
ENG



სომეხმა სამართალდამცველებმა დააკავეს თავმდამსხმელი, რომელმაც ერევანში მძევლები აიყვანა

23 იან 202020:49
3 წუთის საკითხავი
 

სომეხმა სამართალდამცველებმა  თავდამსხმელი დააკავეს, რომელიც  ერევანის ცენტრში, ერთ-ერთ სასტუმროში შეიჭრა. დადგენილია მისი ვინაობაც, ამ წუთებში დაკითხვა მიმდინარეობს.  ინციდენტი სასტუმრო  "ერებუნი პლაზაში" რამდენიმე საათის წინ მოხდა. შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, თუმცა მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.   

სომხური მედია წერს, რომ თავდამსხმელი სასტუმროში შესვლისას ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის ოფისის ჩვენებას მოითხოვდა. თუმცა, მას უარი უთხრეს. სასტუმროში ქოჩარიანის ოფისის გარდა ტელეკომპანია „მეხუთე არხის“ რედაქციაც მდებარეობს. ცნობილია, რომ ექს-პრეზიდენტის ოფისში იმ დროს არავინ იმყოფებოდა. თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს ერევნის პოლიციის უფროსი პირადად აწარმოებდა. 


close დახურვა