logo
ENG



სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერი: მედიამ ნათქვამი კონტექსტიდან ამოჭრილად გააშუქა

24 მაი 202010:10
3 წუთის საკითხავი
clock 719
xrgmo8tooplrxdl.jpg

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერი მინისტრის საქართველოს შესახებ განცხადებებს „ფეისბუქის“ საშუალებით ეხმაურება.

ალინა ნიკოგოსიანის თქმით, მინისტრის სიტყვები მედიამ კონტექსტიდან ამოჭრა.

ტოროსიანმა ქართულ და სომხურ ჯანდაცვის სისტემებს შორის განსხვავებაზე ისაუბრა, რაც კონტექსტიდან ამოჭრილად გააშუქა როგორც ადგილობრივმა, ისე ქართულმა მედიამ“, - წერს ნიკოგოსიანი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება გავრცელდა. არსენ ტოროსიანს საქართველოში კორონავირუსის სტატისტიკაში ეჭვი შეჰქონდა და აცხადებდა, რომ საინტერესო იქნებოდა იმის ცოდნა, ასახულია თუ არა სტატისტიკაში პნევმონიით გარდაცვლილი პირები.


close დახურვა