logo
ENG



სოსო გოგაშვილის სახლში სუს-ის 15-მდე თანამშრომელია მისული

23 სექ 202211:46
3 წუთის საკითხავი
 

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის შვილი ნინი გოგაშვილი ამბობს, რომ დღეს დილით მათ სახლში, სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლები მივიდნენ.ნინი გოგაშვილის თქმით, სუს-ის თანამშრომლები მისი ოჯახის წევრების: დედის, დეიდის და ძმის კუთვნილი ავტომობილების წაღებას გეგმავენ, რომლებიც დაყადაღებულია. ნინი გოგაშვილი ამბობს, რომ ისინი კარის გაღებას არ აპირებენ, ვიდრე ადგილზე არ მივა მათი ადვოკატი. სახლთან 15-მდე პირია მისული.


close დახურვა