სტრასბურგამდე დავის გაგრძელებას აპირებს სოსო გოგაშვილის ოჯახი. სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი მოსამართლე ბუგინიშვილმა ხუთივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გოგაშვილი დაკავებას ოცნების ხელისუფლებასა და პირადად ივანიშვილის მხილებას უკავშირებს. მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში პროტესტი მოჰყვა.